logo logo

ძებნა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიაში ჩარიცხვა
როგორ მოვხვდეთ კოლეჯში? გაეცანი ინფორმაციას დეტალურად
სასერტიფიკატო პროგრამები
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია სასერტიფიკატო პროგრამაზე
ჩვენ გთავაზობთ
სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოს
დაწვრილებით
მოთხოვნად და დასაქმებად პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებს
დაწვრილებით
მაღალი კვალიფიკაციის პროფესიულ მასწავლებლებს
დაწვრილებით
ბოლო სიახლეები
სტუმრის დღე
დღეს, აკადემიაში  სტუმრად იმყოფებოდნენ ტერაბანკის HR განყოფილების ტალანტების მოზიდვის და მართვის ჯგუფის წევრები, რომლებიც შეხვდნენ „საფინანსო სერვისების“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებს. ტერაბანკი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებელს მაღალი სტანდარტის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს ტერაბანკის მისია და ღირებულებები, ისაუბრეს ბანკის დაფუძნების ისტორიაზე. მათ ასევე ისაუბრეს ბანკში არსებული ვაკანსიებზე მათი სამუშაო აღწერილობების მიხედვით, კურსდამთავრებულების დასაქმებზე და შემდგომში მათ კარიერულ განვითარებაზე. სტუდენტებმა დასაქმებასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრამ საქმიან და თბილ ვითარებაში ჩაიარა.
26 მარტი, 2024
შეხვერდა შპს "პსპ ფარმას" წარმომადგენლებთან
კარიარული დადეგმვის ფარგლებში  აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ პსპ ფარმას“   HR დეპარტამენტის წარმომადგენლები მარიამ თევდორაძე, ანა ჭითანავა და მარიამ ოძელაშვილი. „პსპ ფარმა“ 2018 წლიდან აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს აკადემიასთან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდნენ „ფარმაციის (სააფთიაქო)“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნატა ჩხაიძე,  სტუდენტები და აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.   სტუმრებმა ისაუბრეს    კომპანიაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე.  შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ რეჟიმში, სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს შპს „პსპ ფარმასთან“  ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობისათვის და სტუდენტებზე ზრუნვისათვის მათ სწავლა-დასაქმებაში აქტიურობისა და ჩართულობისათვის. დასასრულს, კომპანიის წარმომადგენლებმა გაათამაშეს განსაკუთრებული პრიზები და   კომპანიის ბრენდირებით საჩუქრები გადასცეს სტუდენტებს. შეხვედრამ საქმიან და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
13 მარტი, 2024
შეხვედრა 'საფინანსო სერვისების' პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებტან
ჩვენი დამსაქმებელი-პარტნიორის, საქარართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის "ლიბერთი ბანკის" HRM და ადმინისტრაციის დეპარტამენტის წინა ხაზის დაგეგმარების განყოფილების უფროია, ქ-ნმა თეონა ბარამაძემ "საფინანსო სერვისების" პორფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო-გაცნობითი სახის შეხვედრა ჩაატარა და წარმოდგენილი პრეზენტაციით გააცნო ბანკის საქმიანობის სპეციფიკა და ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც პროგრამის სტუდენტებს დასაქმების კუთხით სთავაზობს "ლიბერთი ბაკი". ქ-ნმა თეონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბანკში დასაქმებისას პრიორიტეტი ენიჭება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულებს. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიურ რეჟიმში-სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. დასასრულს, ქ-ნმა თეონამ სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა "ლიბერთი ბანკის" ლოგოთი.
6 მარტი, 2024
მეტის ჩვენება
სასერტიფიკატო პროგრამები
ძიძა
გერიატრიული ასისტენტი
სალარო ოპერაციების განხორციელება
მეტის ჩვენება
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში
Don't forget to follow to us on Facebook and YouTube. Also, write to us in Messenger so you don't miss the news.
ინტერბიზნეს აკადემია თქვენს გვერდით
პარტნიორები
;