Georgia Israel

სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამა

jlkj

სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს. ივნისიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში დაიწყება იმ პირების რეგისტრაცია, რომლესბაც ახალი პროფესიის შეძენა, ან თავისივე პროფესიაში გადამზადება სურთ. სახელმწიფო ვაუჩერულად დააფინანსებს მათ 2-4 თვიან სწავლებას პროფესიულ კოლეჯებში. შპს ინტერბიზნესის აკადემია ორჯერ მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამაში და 2016 წელს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის სააგენტომ საუკეთესო პარტნიორის სერტიფიკატი და სპეციალური სიგელი გადასცა "განსაკუთრებული თანამშრომლობის და დასაქმების ხელშეწყობისათვის გაწეული ღვაწლისათვის, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობისათვის"; შპს ინტერბიზნესის აკადემია მიმდინარე წელსაც მზდაა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის. შეხვედრაში მონაწილეობდა შპს ინტეერბიზნესის აკადემიის დირექტორი ქ-ნი ინგა მანაშერიძე.

2017-06-08