Georgia Israel

სამუშაო შეხვედრა ქობულეთში

jlkj

ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „ ახალი ტალღა“ ჩატარდა საინფორმაციო სემინარი-კონფერენცია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების მონაწილეობით, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ პროფესიული სასწავლებლების პარტნიორები ბიზნესის სექტორიდან. შეხვერდა მიზნად ისახავდა პროფესიულ სასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრმლობის პერსპექტივებს. ღონისძიებას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.

2017-07-07