Georgia Israel

დასაქმების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია

jlkj

საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის 2017 წლის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. შემაჯამებელი კონფერენციის მიზანი საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების და სამომავლო გეგმების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო. შპს ინტერბიზნესის აკადემია „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ დაწყებისთანავე წარმატებით იყო ჩართული პროგრამის განხორციელებაში და მომსახურება გაუწია 150-ზე მეტ მოსარგებლეს, რომლებმაც შეიძინეს ან გადამზადდნენ ახალ პროფესიებში. შემაჯამებელ კონფერენციას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.

2018-01-05