Georgia Israel

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

jlkj

2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (SBA) ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოაციაციას შორის. მემორანდუმით განსაზღვრულია საერთო საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაცია და შემდგომი განვითარება და სხვ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი, ქ-ნი ლიკა ბინიაშვილი.

2018-01-15