Georgia Israel

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების და მინისტრთან

jlkj

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო კერძო კოლეჯებთან პარტნიორობის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართვა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. შეხვედრის დროს განიხილეს პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები და პროფესიული განათლების დაფინანსების საკითხები, ასევე საუბარი შეეხო კერძო კოლეჯების ასოციაციის როლს პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. შეხვედრის ბოლოს, ასოციაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ პროფესიული განათლების სისტემების განვითარების პროცესში და ხელი შეუწყონ პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას. შეხვედრას ესწრებოდა ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.

2018-02-26