Georgia Israel

სტრატეგიული დაგეგმარების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

jlkj

23 მარტს სასტუმრო „ბეტსიში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შექმნილი სტრატეგიული დაგეგმვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ჩატარდა. სახელმძღვანელო მოიცავს აპრობირებულ პრაქტიკას დაწესებულების მისიის, ხედვის, ღირებულებების ფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის, მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების, მათი შეფასებისა და მონიტორინგის მიდგომებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროფესიული განათლების ქართველი და უცხოელი ექსპერტები. შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან პრეზენტაციას ესწრებოდა ხარისხის მართვის მენეჯერი, ქ-ნი ნაზი წიბლიაშვილი.

2018-03-27