ფარმაცევტის თანაშემწის სასერთიფიკატო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფის მიერ. სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი განათლების მქონე პირს 16 წლის ასაკიდან. დასაქმების სფეროა ნებისმიერი ტიპის აფთიაქი, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, ფარმაცევტულ ფირმები, ფარმაცევტულ ბაზები, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, პარფიუმერიული მაღაზიები.
ძირითადი თემები:
- აფთიაქის მოწყობის პრინციპები
- აფთიაქის მუშაობის ორგანიზაციის პრინციპები
- პრეპარატთა ჯგუფები
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- პარაფარმაცია
კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 74 საათს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სერტიფიკატი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ინტერბიზნესის აკადემიის ლოგოთი.