საოფისე საქმე (საქმისწარმოების სპეციალისტი)

საქმისწარმოების სპეციალისტის სასერთიფიკატო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფის მიერ. სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი განათლების მქონე პირს 16 წლის ასაკიდან. დასაქმების სფეროა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის ოფისი, სადაც მიმდინარეობს დოკუმენტწარმოება, დოკუმენტბრუნვა და დაარქივება.
ძირითადი თემები:
  • დოკუმენტთა კლასიფიკაცია
  • მოთხოვნები დოკუმენტის გაფორმებისადმი
  • საქმიანი წერილები და მათი შედგენის ზოგიერთი საკვანძო პრინციპი
  • კორესპონდენცია და კორესპონდენციის ორგანიზება
  • პირადი შემადგენლობის დოკუმენტები და მათი გაფორმება
  • ადმინისტრაციული დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
  • საგანმკარგულებლო დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
  • ასლისა და ამონაწერის გაფორმება
  • ადგილობრვ და საზღვარგარეთ გასაგზავნი დოკუმენტების შედგენა და გაფორმება
  • დოკუმენტის საარქივოდ გამზადება და ჩასაბარებელი დოკუმენტების შემადგენლობა
კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 74 საათს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სერტიფიკატი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ინტერბიზნესის აკადემიის ლოგოთი.