ექთნის თანაშემწე

ექთნის თანაშემწის სასერთიფიკატო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფის მიერ. სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი განათლების მქონე პირს 16 წლის ასაკიდან. დასაქმების სფეროა სტაციონარი, ჰოსპისი, ბინის პირობები ან/და მომვლელი მგზავრობა-მოგზაურობის დროს, ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულება (მოხუცთა თავშესაფარი, ბავშვთა სახლები), ბინაზე მოვლის სამსახური.
ძირითადი თემები:
  • ავადმყოფზე დაკვირვება
  • ავადმყოფის მოვლის პროცესი
  • წოლითი მდგომარეობა
  • კანი, იერი
  • სასიცოცხლო მაჩვენებლები
  • თანმხლები დაავადებების პრევენცია
  • უსაფრთხო გარემოს მოწყობა
  • უსაფრთოების ზომების დაცვა
  • მოვლის დამხმარე საშუალებები
  • პირველი დახმარება სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობების დროს
  • ხანდაზმულთა მოვლის თავისებურებანი
  • ტერმინალურ მდგოამრეობაში მყოფი პაციენტის მოვლის თავისებურება
კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 74 საათს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სერტიფიკატი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ინტერბიზნესის აკადემიის ლოგოთი.