კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი

კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის სასერთიფიკატო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფის მიერ. სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი განათლების მქონე პირს 16 წლის ასაკიდან. დასაქმების სფეროა სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებში ტექნიკოსის თანამდებობაზე. კომპიუტერულ სერვისცენტრებში პრობლემების დისტანციური უზრუნველყოფის სპეციალისტად. კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში IT სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო როფილურ ან დიდი მასშტაბის ორგანიზაციაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორის თანაშემწედ.
ძირითადი თემები:
  • კომპიუტერული სისტემები
  • პორტატული კომპიუტერები
  • ოპერაციული სისტემების დანიშნულება
  • ოპერაციული სისტემის დაყენება
  • გაუმართაობების აღმოფხვრა ოპერაციულ სისტემებში
  • ოპერაციული სისტემის სარეზერვო კოპირება
  • კომპიუტერული ქსელი
  • ქსელის მართვა
  • Wi-Fi ქსელი
კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 74 საათს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სერტიფიკატი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ინტერბიზნესის აკადემიის ლოგოთი.