ოფისის მენეჯერი (ოფისის ადმინისტრირება)

ოფისის მენეჯერის სასერთიფიკატო პროგრამა ფინანსდება სახელმწიფის მიერ. სასერთიფიკატო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ნებისმიერი განათლების მქონე პირს 16 წლის ასაკიდან. დასაქმების სფეროა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის ოფისი.
ძირითადი თემები:
  • ოფისის მენეჯმენტი
  • დროის მენეჯმენტი
  • ოფისის მენეჯერის უფლება-მოვალეობანი
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
  • თანამშრომლებთან ურთიერთობის ხელოვნება
  • საშტატო გადაადგილებები, კადრების შემცირება და დენადობა
  • პროფესიული სტრესისა და შიგა კონფლიქტების მართვა
  • სამეურნეო საქმე, საოფისე მასალების და მომსახურების ბიუჯეტირება
  • კორპორატიული მივლინებების დაგეგმვა
  • ეტიკეტის სახეები
  • საქმიანი საუბრებისა და მოლაპარაკებების მომზადება და ჩატარება
კურსის ხანგრძლივობა მოიცავს 74 საათს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სერტიფიკატი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ინტერბიზნესის აკადემიის ლოგოთი.