ფორუმი "უნარები დასაქმებისათვის"

2018 წლის 20-21 ივნისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) თაოსნობით, რომელიც მხარს უჭერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის რეფორმების სფეროში, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ფორუმი "უნარები დასაქმებისათვის". ფორუმზე განხილული იქნა დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის სფეროში არსებული პროგრამები და მიღწევები და EUVEGE პროექტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროცესში. ფორუმში მინაწილეობდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი ქ-ნი ინგა მანაშერიძე და ხარისხის მართვის მენეჯერი ქ-ნი ნაზი წიბლიაშვილი.

2018-06-25