სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი დასრულდა

ინტერბიზნესის აკადემიაში დამთავრდა "სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის" განხორციელების მორიგი ციკლი. ინფორმაციული ტექნოლოგის (კომპიუტერული პროგრამები), ვებ პროგრამირების (ვებ-დიზაინი), კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსის (კომპიუტერის არქიტექტურა), ვებ პროგრამისტის, ბუღალტრის, ბუღალტერ-ტექნიკოსის, ფარმაცევტის თანაშემწის, პრაქტიკოსი ექთნის ოფისის მენეჯერის (მდივან-რეფერენტი, ეფექტური მართვა) და ექთნის თანაშემწის პროგრამებზე, ორი თვის განმავლობაში 99 მოსარგებლეს მიეწოდა მაღალი დონის მომსახურება. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმში, რომელიც რეგულარულად იმართება თბილისის მასშტაბით სხვადასხვა რაიონებში და მიიღონ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

2018-07-18