პროგრამის "უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის" შეჯამება

ევროკავშირმა პროგრამა "უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის" პირველი ფაზა შეაჯამა. პროგრამის ძირითადი მიზანი საქართველოში დასაქმებისა და განათლების თანამედროვე სისტემების განვითარება იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ისაუბრეს დასაქმების ხელშეწყობის სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეფორმების შედეგებზე და სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარების სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.

2018-11-19