შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორი, გიორგი ვაშაკიძე კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული აქტუალური თემები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მომავალშიც გააგრძელებენ  თანამშრომლობას პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ  მნიშვნელოვან საკითხებზე.  შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.

2018-11-29