სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოში ისრაელის საელჩოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია ,,ისრაელი 70 წლის“ . დამსწრეებს სიტყვით მიმართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, შაბთაი ცურმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა. 

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვევული სტუმრები, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის ისტორიის, ქართულ-ებრაული თემის დღევანდელობის, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ისრაელის სამხედრო კონცეფციის საკითხებზე. კონფერენციას მოწვეული სტუმრის სტატუსით  ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.


2018-12-24