შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამართა შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული სტუდენტის მობილობის წესის პროექტი, ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესის პროექტი და რეკომენდაციები კალენდარულიგეგმის შედგენასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის დირექტორი - ინგა მანაშერიძე, ხარისხის მართვის მენეჯერი, -ნი ნაზი წიბლიაშვილი და პროფესიული მასწავლებლები, სოფიო კაკაურიძე და ელენე კაპანაძე.

2019-01-28