შეხვედრა ნაძალადევის გამგებელთან

ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე შეხვდა რაიონში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მოქალაქეებს, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს და წარმოადგინა 2018 წლის ანგარიში. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის დირექტორი, ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, -ნი ინგა მანაშერიძე. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო აქტიურად იქნება ჩართული გამგეობის მიმდინარე საქმიანობასა და განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვაში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმართველობის განვითარებას.

2019-02-01