შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში  კერძო კოლეჯების ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, - მარიამ ჯაშის ინიციატივით,  შედგა შეხვედრა კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებს,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს - ირინა აბულაძესა და სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს კერძო კოლეჯების სტუდენტების დაფინანსების საკითხი.განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისშესაბამისად,  კერძო სასწავლებლებში ჩარიცხულისტუდენტებიც, რომლებიც გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენვაუჩერულ დაფინანსებას. შეხვედრას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი,ქ-ნი ინგა მანაშერიძე

2019-04-08