logo logo

ძებნა

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა) 10 წლის იუბილე
სიახლეები
17 ივლისი, 2023

მიმდინარე წლის 11 ივლისს, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ 10 წლის იუბილე აღინიშნა. ასოციაციის დაფუძნებაში და წარმატებულ საქმიანობაში უდიდესი წვლილი მოუძღვის ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორის, ინგა მანაშერიძეს, როგორც ერთ-ერთ დამფუძნებელს და გამგეობის წევრს. ღონისძიებაზე  ასოციაციამ წარმოადგინა 10 წლის ანგარიში და საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. ასოციაციას  იუბილე მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ  ნოდარ პაპუკაშვილმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, პროფესიული განათლების თემატურმა მომხსენებელმა მარიამ ლაშხმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა  თამარ ქიტიაშვილმა, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა  ნინო ველთაურმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;