2022-2023 წ.წ სამოქმედო გეგმის განხილვა
სიახლეები
8 ნოემბერი, 2023
დღეს აკადემიაში ჩატარდა ადმინისტრციისა და პროფესიული მასწავლებლების დისტანციური შეხვედრა. აკადემიის დირექტორმა, ქ-ნმა ინგა მანაშერიძემ პროფესიულ მასწავლებლებს გააცნო აკადემიის 2022-2023 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში. აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ნაზო წიბლიაშვილმა განიხილა აკადემიის 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა და პროფესიული სტუდენტების და მასწავლებლების კვლევის შედეგები. ლიანა ბინიაშვილმა-სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა პროფესიულ მასწავლებლებს გააცნო 2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრები ასეთ ფორმატში მუდმივ ხასიათს ატარებს და აკადემიის პროფესიული მასწავლებლებლები ყოველთვის ინფორმირებულები არიან აკადემიაში მიმდინარე პოცესებთან დაკავშირებით.