29 იანვარს სასტუმრო „ბილტმორში“ ICDC - ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრმა პროექტის „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ დახურვის ოფიციალური ცერემონია ჩაატარა, სადაც წარადგინა დასაქმებისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ინოვაციური ციფრული ეკოსისტემა. საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარეს, რომელიც ტალანტების განვითარების, დასაქმებისა და კარიერის მართვის საკითხებითაა დაინტერესებული, აქვთ პროექტები, სერვისები და პროდუქტები. ეკოსისტემის პარტნიორობის მოდელში შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ყველა იმ საერთაშორისო და თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, პროექტსა და პროგრამას, რომელიც დაინტერესებულია შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების, მათ შორის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტით. ცერემონიას ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ნაზი წიბლიაშვილი.