"კრედო ბანკის" წარმომადგენლების შეხვედრა "საფინანსო სერვისების" პროფესიული პროგრამის სტუდენტებთან
სიახლეები
16 აპრილი, 2024
აკადემიაში მიმდინარე წლის 11 აპრილს, სტუმრად იმყოფებოდნენ "კრედო ბანკის" HR განყოფილების ტალანტების მოზიდვის და მართვის ჯგუფის წევრები, რომლებიც შეხვდნენ „საფინანსო სერვისების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს "კრედო ბანკის" მისია და ღირებულებები, ისაუბრეს ბანკის დაფუძნების ისტორიაზე. ასევე ისაუბრეს ბანკში არსებული ვაკანსიებზე კურსდამთავრებულთა დასაქმებზე და შემდგომში, მათ კარიერულ განვითარებაზე. სტუდენტებმა დასაქმებასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრამ საქმიან და თბილ ვითარებაში ჩაიარა