logo logo

ძებნა

საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ტრენინგი
სიახლეები
21 ოქტომბერი, 2024

19 და 20 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს უმასპინძლა. ტრენინგების ციკლი ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაძლებლობების გაძლიერების და მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მხარდაჭერის პაკეტი რამდენიმე მიმართულებას გულისხმობდა, მათ შორის სიმულაციურ საავტორიზაციო ვიზიტებს და კოლეგიალურ ვიზიტებს.  პირველი ტრენინგის თემატიკა, რომელიც 19 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბერს დასრულდება, ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებს და ავტორიზაციის პირველ სტანდარტს მოიცავს და საქართველოს ბიზნესის აკადემიის-SBA რექტორი, კახაბერ ერაძე უძღვებოდ. პირველ ჯგუფში 17 კოლეჯის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ტრენინგების ციკლი გაგრძელდება და ის ეტაპობრივად, კოლეჯის საქმიანობის ყველა ასპექტს დაფარავს. ტრენინგების ციკლი საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ არის სუბსიდირებული და ის მხოლოდ ასოციაციის წევრი კოლეჯების პერსონალისთვის არის ხელმისაწვდომი. ტრენინგს შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან ესწრებოდნენ დირექტორი, ინგა მანაშერიძე, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ნაზი წიბლიაშვილი და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, ლიკა ბინიაშვილი.

სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;