13 და 14 ნოემბერს სსიპ კოლეჯმა „მერმისი“ უმასპინძლა თანამშრომლობით ვიზიტს თემაზე: „შუალედური შეფასების ორგანიზება“, რომლის მიზანი იყო ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ღონისძიება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული. თანამშრომლობით ვიზიტში საქართველოს 25 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 44 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინტერბიზნესის აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ნაზი წიბლიაშვილი და სასწავლო პორცესის მართვის სამსახურის უფროსი ლიანა ბინიაშვილი. ლიანა ბინიაშვილიმა მოდერატორობა გაუწია პანელურ დისკუსიას დამსაქმებლებთან. აღნიშნული სახის ვიზიტები დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და წარმატებით ხორციელდება საქართველოშიც. თანამშრომლობითი ვიზიტები ხელს უწყობს კოლეჯებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთშეფასებას.
თანამშრომლობითი ვიზიტი "მერმისში"
სიახლეები
18 ნოემბერი, 2024