logo logo

ძებნა

PSP ჩვენი პარტნიორი-დამსაქმებელი
სიახლეები
24 თებერვალი, 2025
20 თებერვალს აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ შპს „პსპ ფარმას“ სააფთიაქო ქსელის HR დეპარტამენტის თანამშრომლები. კომპანია 2018 წლიდან აქტიურად წარმატებით თანამშრომლობს აკადემიასთან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია "ფარმაციის (სააფთიაქო)" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით.შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნატა ჩხაიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. სტუმრებმა ისაუბრეს „პსპ ფარმას“ შექმნის ისტორიაზე, კომპანიაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე, კონკრეტულად სტუდენტებზე მორგებულ დასაქმების პირობებზე, რომელიც გულისხმობს სახელფასო ანაზღაურების და საათობრივ დატვირთვს გრაფიკს, რაც საშუალებას მისცემს მათ, სწავლისაგან მოუწყვეტლად სამუშაო ადგლზე განამტკიცონ აკადემიაში მიღებული თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში, სტუდენტება ამომწურავი პასუხი მიიღეს ყველა მათ საინტერესო კითხვებზე. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ინტერბიზნესის აკადემიას კომპანიასთან ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობისათვის და სტუდენტებზე ზრუნვისათვის მათ დასაქმებაში აქტიურობისა და ჩართულობისათვის. დასასრულს, სტუმრებმა საჩუქრები გადასცეს სტუდენტებს და გაათამაშეს განსაკუთრებული პრიზები. შეხვედრამ საქმიან და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;