logo logo

ძებნა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიაში ჩარიცხვა
როგორ მოვხვდეთ კოლეჯში? გაეცანი ინფორმაციას დეტალურად
სასერტიფიკატო პროგრამები
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია სასერტიფიკატო პროგრამაზე
ჩვენ გთავაზობთ
სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოს
დაწვრილებით
მოთხოვნად და დასაქმებად პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებს
დაწვრილებით
მაღალი კვალიფიკაციის პროფესიულ მასწავლებლებს
დაწვრილებით
ბოლო სიახლეები
სამუშაო შეხვედრა დისტანციური სწავლების რეკომენდაციების შემუშავებასთან დაკავშირებით
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შპს ინტერბიზნესის აკადემიაში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო დისტანციური სწავლების შესახებ მოქმედი რეგულაციის ცვლილებების განხილვასა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტის წევრები. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა გააანალიზეს რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები, გამოწვევები და დისტანციური სწავლების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები, რის შედეგადაც შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს დისტანციური სწავლების ხარისხიანი, პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი დანერგვის მხარდაჭერას კერძო პროფესიულ კოლეჯებში. შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გახდება საინფორმაციო შეხვედრის თემა. საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტი ასოციაციის წევრ კოლეჯებთან გამართავს სპეციალურ სესიას, სადაც დეტალურად განიხილება როგორც რეგულაციის მოთხოვნები, ასევე რეკომენდაციების პრაქტიკული გამოყენება. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ იგი მნიშვნელოვან და სისტემურ ძალისხმევას დებს კერძო კოლეჯებში პროფესიული განათლების ხარისხის შენარჩუნებისა და მისი უწყვეტი გაუმჯობესებისათვის, რაც ასოციაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
22 დეკემბერი, 2025
ინტერბიზნესის აკადემია HR პროფესიონალთა ასოციაციის წევრი გახდა!
11 დეკემბერს ჩატარდა 2025 წლის HRPA გენერალური ასამბლეა. ღონისძიებაზე შპს ინტერბიზნესის აკადემია არჩეული იქნა ასოციაციის წევრად. ასოციაციის წევრობა ხელს შეუწყობს ინტერბიზნესის აკადემიას შრომის ბაზართან დაახლოებაში, რაც სასარგებლო იქნება როგორც ა კოლეჯისათვის, ასევე სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისათვის. ცერემონიის დასარულს, ინტერბიზნესის აკადემიის წარმომადგენლებს, HRPA პრეზიდენტმა ინტერბიზნესის აკადემიის წარმომადგენლებს წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
15 დეკემბერი, 2025
სკკა-ს მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრა
28-30 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი მომავალი წლის სტრატეგიული მიმართულებებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა იყო. შეხვედრაში მონაწილე კომიტეტების ხელმძღვანელებმა საკუთარი მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები და აქტივობები წარმოადგინეს, რაც 2026 წელს ასოციაციის განვითარების ახალ გეგმას შექმნის. შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ლიკა ბინიაშვილი და სპეციალისტი თამარი სანიშვილი.
5 დეკემბერი, 2025
მეტის ჩვენება
სასერტიფიკატო პროგრამები
ძიძა
გერიატრიული ასისტენტი
სალარო ოპერაციების განხორციელება
მეტის ჩვენება
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში
Don't forget to follow to us on Facebook and YouTube. Also, write to us in Messenger so you don't miss the news.
ინტერბიზნეს აკადემია თქვენს გვერდით
პარტნიორები
;