გერიატრიული ასისტენტი
პროგრამის მიზნები: პროფესიული მომზადების პროგრამის ,,გერიატრიული ასისტენტი“ მიზანია მსმენელმა შეიძინოს გერიატრიული ასაკის პირის მოვლის საჭიროებებზე მორგებული ცოდნა და უნარჩვევები, რაც ითვალისწინებს: მოვლას დაავადებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ეფექტურ კომუნიკაციას, მოვლისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას, კვებას, ჰიგიენის მოწესრიგებას, ჩაცმა/გახდას, საწოლის გამზადებას, საწოლისა და პირადი თეთრეულის გამოცვლას, დახმარება მოძრაობის დროს; პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვას , მისთვის მოსახერხებელი გარემოს შექმნას, ტრანსპორტირებას, სანიტარულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვას. კურსის დასრულების შემდგომ პირი შეიძლება დასაქმდეს: მომვლელად ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებაში (მოხუცთა თავშესაფარი, სათემო ან საოჯახო ტიპის მომსახურება, დღის ცენტრი).
პროგრამის მოკლე აღწერა: პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ,,გერიატრიული ასისტენტი’’ სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი დასაქმდეს ხანგრძლივი ზრუნვის ინსტიტუციაში მომვლელად; შეისწავლოს გერიატრიული ასაკის პირის მოვლის თანამედროვე მიდგომები და მოვლის პრაქტიკული უნარჩვევები და გახდეს კვალიფიციური კადრი ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად.
პროფესიული მომზადების პროგრამის - ,,გერიატრიული ასისტენტი“ - სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 6 კვირა, კვირეული დატვირთვა 24 საათი, ჯამში - 144 საათი.
პრაქტიკული კომპონენტის სწავლება განხორციელდება ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასის“ ბაზაზე C გარემოში, ხელშკრულების საფუძველზე, პრაქტიკული სწავლება მოიცავს შესაბამისად აღჭურვილ სიმულაციურ გარემოში მეცადინეობას.
სწავლის შედეგები (რომელიც აღინიშნება ცოდნით ან/და უნარით ან/და კომპეტენციით)
1. მოვლის პრინციპების განმარტება
6. პროფილაქტიკური ღონისძებების ჩატარება
პროფესიული მომზადების ფარგლებში მიღწეული შედეგის დადასტურების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.