logo logo

ძებნა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიაში ჩარიცხვა
როგორ მოვხვდეთ კოლეჯში? გაეცანი ინფორმაციას დეტალურად
სასერტიფიკატო პროგრამები
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია სასერტიფიკატო პროგრამაზე
ჩვენ გთავაზობთ
სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოს
დაწვრილებით
მოთხოვნად და დასაქმებად პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებს
დაწვრილებით
მაღალი კვალიფიკაციის პროფესიულ მასწავლებლებს
დაწვრილებით
ბოლო სიახლეები
დარგის სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა
კერძო კოლეჯების ასოციაციის საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა „საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის შუალედური შეფასების ინსტრუმენტის შემუშავების კონცეფცია და შეთანხმდა სამუშაო პროცესის სამომავლო გრაფიკი.შეხვედრაზე დაზუსტდა შეფასების ჰოლისტური მიდგომის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედება შეფასების ინსტრუმენტის განვითარებას. პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლები და დარგის ექსპერტები, რაც უზრუნველყოფს ინსტრუმენტის პრაქტიკულობასა და დარგობრივ შესაბამისობას.საექთნო საქმის პროგრამის ფარგლებში შუალედური შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება და პილოტირების შემდგომ ის ხელმისაწვდომი გახდება კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი დაწესებულებებისთვის.  
12 თებერვალი, 2026
მნიშვნელოვანი ტრენინგი
ინტერბიზნესის აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „გლობალური ინფექციის კონტროლის გაიდლაინი".ტრენინგს უძღვებოდა ისრაელის ბარზილაის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მოწვეული ლიცენზირებული ანესთეზიოლოგი, სამხედრო ექიმი თამთა კაპანაძე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა საერთაშორისო პრაქტიკა და თანამედროვე სტანდარტები ინფექციის კონტროლის მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: „საექთნო საქმის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტები, აკადემიის დასაქმებული კურსდამთავრებულები, პარტნიორი კლინიკების ექთნები, "საექთნო საქმის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებლები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიესალმნენ კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ერაძე და ექთნების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გარსევანიშვილი.   ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. დასსრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს პილოტირების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობებისა და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებას.
18 თებერვალი, 2026
თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
ინტერბიზნესის აკადემიასა და One World - სწავლა საზღვარგარეთ -ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც სტუდენტებისთვის საერთაშორისო სასწავლო შესაძლებლობების გაძლიერებასა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებას ისახავს მიზნად.პროგრამა, რომელიც სპეციალურად ინტერბიზნესის აკადემიის სტუდენტებისთვის შეიქმნა, ხორციელდება ჩეხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან — Czech University of Life Sciences თანამშრომლობით და აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კომპონენტებს. კურსის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ მინი-ჯგუფებში და შეასრულებენ კვლევით პროექტს.    
13 თებერვალი, 2026
მეტის ჩვენება
სასერტიფიკატო პროგრამები
ძიძა
გერიატრიული ასისტენტი
სალარო ოპერაციების განხორციელება
მეტის ჩვენება
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში
Don't forget to follow to us on Facebook and YouTube. Also, write to us in Messenger so you don't miss the news.
ინტერბიზნეს აკადემია თქვენს გვერდით
პარტნიორები
;