logo logo

Search

Pre-registration agreement

განცხადების ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, სასურველი პროგრამა, განაცხადის შევსების თარიღი) დამუშავდება შპს ინტერბიზნესის აკადემიის, (საიდენტიფიკაციო კოდი 220990881, ელ-ფოსტა info@interbusiness.edu.ge) მიერ, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და პოტენციურ პროფესიულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, პოტენციური პროფესიული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის ანალიზისა და ტენდენციების განსაზღვრის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.GE) რეგისტრაციის პროცესში პოტენციური აპლიკანტის მხარდაჭერის მიზნებისათვის, თქვენი განცხადების განსახილველად და აკადემიის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.

განცხადების ფორმის შევსება ნებაყოფლობითია. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამ ფორმის შევსების გარეშეც დარეგისტრირდეთ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (VET.GE). თქვენს მიერ განცხადების ფორმაში მითითებული მონაცემები აკადემიაში ჩარიცხვის შემთხვევაში ინახება აკადემიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, კანონმდებლობით დადგენილი ვადითა და წესით. აკადემიაში ჩარიცხვის პროცესის დასრულების შემდეგ, განაცხადის ფორმის შენახვის გზით თქვენი მონაცემები აღარ მუშავდება. თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები გარანტირებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით. თქვენ, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ აკადემიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს კონსულტაციისთვის და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით:

შპს ,, მონაცემთა დაცვის გუნდი“, info@dpt.ge ამ ტექსტზე უნდა გადავიდნენ ლინკსზე თუ გადავიდნენ, მაგრამ სად უნდა იდოს ეს ტექსტი მეც არ ვიცი, ია რეგისტრაციას აკეთებს გუგლ დრაივით და იქ აქვს ჩასმული, ჩვენ არ გვაქვს გუგლ დრაივი, თამარი იძახდა ვებზე რომ არ იყოს და სადღად გადავიდესო და ჩვენ რომ ვერ გავიგეთ გალაპარაკეთ, მეტი მეც არ ვიცი

 

;