logo logo

ძებნა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
აკადემიაში ჩარიცხვა
როგორ მოვხვდეთ კოლეჯში? გაეცანი ინფორმაციას დეტალურად
სასერტიფიკატო პროგრამები
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია სასერტიფიკატო პროგრამაზე
ჩვენ გთავაზობთ
სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ გარემოს
დაწვრილებით
მოთხოვნად და დასაქმებად პროფესიულ საგანმანთლებლო პროგრამებს
დაწვრილებით
მაღალი კვალიფიკაციის პროფესიულ მასწავლებლებს
დაწვრილებით
ბოლო სიახლეები
კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგი კოლეგიალური ვიზიტი
2026 წლის 30–31 ოქტომბერს საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მორიგ, ტრადიციულ,  კოლეგიალურ ვიზიტს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივმა კოლეჯმა უმასპინძლა. შეხვედრაში 20-ზე მეტი კოლეჯის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კოლეგიალური ვიზიტები  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცდილების გაზიარების, საერთო გამოწვევების განხილვისა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიების პლატფორმას ქმნის. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმის მიზანი, მისი პრაქტიკული გამოყენება და სარგებლიანობა, ასევე ამ ფორმის შეცვლისა დამისი მიზნობრივი გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროებები. ცალკე განხილვა დაეთმო 2026 წელს სტუდენტთა მიღების პროცესში არსებულ გამოწვევებს, შიდა და გარე რეგულაციებთან შესაბამისობასა და შესაძლო გადაწყვეტილებებს. ასოციაციის ხარისხის კომიტეტმა წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ადმინისტრაციული წარმოებების მასალების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ტენდენციები და მიგნებები.  შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე და ხარისხის მართვის სამსახურიოს უფროსი, ნაზო წიბლიშვილი.
2 ნოემბერი, 2026
EfVET -ის საერთაშორისო კონფერენცია
21-23 ოქტომბერს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, პროფესიული განათლების ევროპული ფორუმის (EfVET) ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ინტერბიზნესის აკადემიის დამფუძნებელი-დირექტორი ინგა მანაშერიძე და აკადემიის პროფესიული მასწავლებელი თინათინ კახნიაშვილი მონაწილეობდნენ. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები მნიშვნელოვანი პლატფორმაა პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის, ევროპული საგანმანათლებლო პრაქტიკის გაცნობისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ინტერბიზნესის აკადემიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გაზიარება ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
26 ოქტომბერი, 2026
მოტივაციური გასაუბრება
12 ოქტომბერი, 2026
მეტის ჩვენება
სასერტიფიკატო პროგრამები
ძიძა
გერიატრიული ასისტენტი
სალარო ოპერაციების განხორციელება
მეტის ჩვენება
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში
Don't forget to follow to us on Facebook and YouTube. Also, write to us in Messenger so you don't miss the news.
ინტერბიზნეს აკადემია თქვენს გვერდით
პარტნიორები
;