ტრენინგი კარიერის მართვის მენეჯერებისათვის
სიახლეები
26 ნოემბერი, 2026
მიმდინარე წლის 18, 24 და 25 ნოემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კარიერის მართვის მენეჯერებისთვის პროფესიული განვითარების ტრენინგები გაიმართა. ტრენინგები ჩატარდა პროექტის - „საქართველოს პროფესიული განათლების ეკოსისტემაში კარიერული ორიენტაციის სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა კარიერული ორიენტაციის სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით“ - ფარგლებში. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ინტერბიზნესის აკადემიის კარიერის დაგეგმვის სპეციალისტმა, თამარ სანიშვილმა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია კარიერული ორიენტაციის სპეციალისტების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერების, გამოცდილების გაზიარებისა და სტუდენტებისთვის კარიერული მხარდაჭერის სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ინტერბიზნესის აკადემიისთვის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და სტუდენტების წარმატებული კარიერული მომავლის ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.