კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
სიახლეები
18 ნოემბერი, 2017
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. კრებაზე ასოციაციის მიმდნარე საკითხების განხილვის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და მოდულური პროგრამების განხორციელების დროს კვოტის დათვლის მექანიზმი. პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ბ-ნმა კახაბერ ერაძემ ამომწურავი პასუხები გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქალბატონები ინგა მანაშერიძე და ნაზი წიბლიაშვილი.