დასაქმების ფორუმი
სიახლეები
11 დეკემბერი, 2017
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე საქართველოში მოქმედმა 60–ზე მეტმა კომპანიამ 400-მდე პოზიცია და 1000-ზე მეტი აქტიური მრავალფეროვანი ვაკანსია წარმოადგინა. პროფესიულ კოლეჯებს ხანგრძლივი თანამშრომლობის პრაქტიკა აქვთ სააგენტოსთან და მუდმივად მონაწილეობენ ფორუმებში. შპს ინტერბიზნესის აკადემიამ მიმდინარე წელს 100-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა, რითაც მათ საშუალება მიეცა, უკვე მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით წარსდგნენ დამსაქმებლების წინაშე. ფორუმში მონაწილეობდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ქ-ნი ინგა მანაშერიძე.