Georgia Israel

სტუდენტები საქართველოს ეროვნულ არქივში

jlkj

ოფისის მენეჯერის პროფესიული პროგრამის სტუდენტები იმყოფებოდნენ საქრთველოს ეროვნულ არქივში. მათ დაათვალიერეს საისტორიო საცავი, სადაც ინახება დოკუმენტები მე-9 საუკუნიდან 1921 წლამდე და გაეცნენ ძველ საბუთთა განყოფილების დოკუმენტებს - სიგელ-გუჯრებს, შეწირულობის წიგნებს, ლიტურგიკულ ხელნაწერებს და სხვ. მათ ასევე მოინახულეს უახლესი ისტორიის დოკუმენტების არქივიც, სადაც ჩვენი თანამედროვე ისტორიის ამსახველი დოკუმენტაციაა დაცული. სტუდენტებმა კინო-ფოტო-ფონო-დოკუმენტების არქივში მოისმინეს აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძისა და ტარიელ ჭანტურიას ფონოჩანაწერები. არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში დაესწრნენ ძველი დოკუმენტების რესტავრაციისა და კონსერვაციის პროცესს. მიიღეს ინფორმაცია მკვლევართა დარბაზების მუშაობის შესახებ. ექსკურსიის დასასრულს, ეროვნული არქივის გალერეაში სტუდენტებმა დაათვალიერეს მეცხრე საუკუნის ხელნაწერები და ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუქების ექსპოზიცია.

2018-03-09