სტუმრის დღე
სიახლეები
26 მარტი, 2024
დღეს, აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ტერაბანკის HR განყოფილების ტალანტების მოზიდვის და მართვის ჯგუფის წევრები, რომლებიც შეხვდნენ „საფინანსო სერვისების“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებს. ტერაბანკი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებელს მაღალი სტანდარტის პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს ტერაბანკის მისია და ღირებულებები, ისაუბრეს ბანკის დაფუძნების ისტორიაზე. მათ ასევე ისაუბრეს ბანკში არსებული ვაკანსიებზე მათი სამუშაო აღწერილობების მიხედვით, კურსდამთავრებულების დასაქმებზე და შემდგომში მათ კარიერულ განვითარებაზე. სტუდენტებმა დასაქმებასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრამ საქმიან და თბილ ვითარებაში ჩაიარა.