22 ოქტომბერს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები. საგამოფენო სივრცე. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები რაც, თავის მხრივ, ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკას ჩამოყალიბებას და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს. პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები 10 ქვეყნიდან - მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი მონაწილეობდნენ. შპს ინტერბიზნესის აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტები თამარი სანიშვილი, ნათია ცალუღელაშვილი და თამარ ბიჩინაშვილი.