logo logo

ძებნა

საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში
სიახლეები
11 დეკემბერი, 2024
5 დეკემბერს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიადგილე და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
შეხვედრის ფარგლებში 45-ზე მეტი პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის დაფინანსებისა და მოთხოვნადი სასწავლო კურსების საკითხები. მხარეებმა დისკუსიისას ხაზი გაუსვეს პროფესიული განათლების მზარდ მნიშვნელობას შრომის ბაზარზე და ახალგაზრდების მეტი ჩართულობის აუცილებლობას. ღონისძიებას ესწრებოდა შპს ინტერბიზნესის აკადემიის დირექტორი, ინგა მანაშერიძე.
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;