logo logo

ძებნა

სტუმრის დღე
სიახლეები
10 აპრილი, 2025
სკოლამდელი აღზრდის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის, ელენე ზურაბიშვილის ინიციატივით და ორგანიზებით, 7 აპრილს ჩატარდა შეხვედრა მხატვართან, პუბლიცითან და მწერალთან, წიგნის "ცრემლში ნალესი ხმალი“, ავტორთან, ნიკო ხერკელაძესთან. შეხვედრამ, რომელიც მიეძღვნა გიორგი სააკაძის პიროვნებას და მისი მოღვაწეობის შეფასებას, დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიის ფორმატში ჩაიარა, სტუდენტების, ადმინისტრაციული პერსონალის და მოწვეული სტუმრების: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ნინო ანდრონიკაშვილის, გენარალ მაიორის, ალეკო მიქაბერიძის, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურიატის, დამსახურებული ფილოლოგის, მერაბ ბალაშვილის და საზოგადოება „ზღვარის“ წევრის, პოეტი სერგი ლომაძის ჩართულობით, რომლებმაც ძალიან მაღალ დონეზე შეაფასეს ნიკო ხერკელაძის მოღვაწეობა. პოეტმა, სერგი ლომაძემ წაიკითხა პატრიოტულ თემაზე დაწერილი საკუთარი ლექსი, რომელიც სრულიად შეესაბამებოდა შეხვედრის სულისკვეთებას.
შეხვედრს ბოლოს, აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, ლიანა ბინიაშვილმა სტუმრებს საჩუქრები გადასცა ინტერბიზნესის აკადემიის სიმბოლიკით.
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;