ტრენინგი პროფესიული მასწავლებლებისათვის
სიახლეები
17 აპრილი, 2025
სს "ლიბერთი ბანკმა" პარტნიორი პროფესიული კოლეჯების მხარდაჭერის ფარგლებში, "ტალანტების ფაბრიკაში" პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე - "ეფექტური უკუკავშირი". ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ეფექტური უკუკავშირის მნიშვნელობის გაზიარება. მთავარი სასაუბრო თემები მოიცავდა: ინფორმაციას განვითარებაზე ორიენტირებულ უკუკავშირზე, ძლიერი და განსავითარებელი მხარეების იდენტიფიცირების მნიშვნელოვნებაზე და ა.შ. ტრენინგს ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის „საფინანსო სერვისების“ პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის პროფესიული მასწავლებლები თამარი სანიშვილი და ნათია ცალუღელაშვილი.