logo logo

ძებნა

ტრენინგი პორფესიული უნარების სააგენტოში
სიახლეები
5 ივლისი, 2025
პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით კოლეჯებისთვის გაიმართა მორიგი სამდღიანი ტრენინგი თემაზე: „საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება.“რენინგი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა, რომლებიც ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობენ მონაწილეებმა საგრანტო წინადადების შესადგენად ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი დაამუშავეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული აქტივობების გზით. ამავდროულად, ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ და განეხილათ 𝐄𝐫𝐚𝐬𝐦𝐮𝐬+ 𝐊𝐀𝟏 & 𝐊𝐀𝟐 საგრანტო კონკურსების ფარგლებში მომზადებული და დაფინანსებული საპროექტო დოკუმენტები. სასწავლო მოდული ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ აღიარებული ზრდასრულთა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების (𝐥𝐢𝐟𝐞-𝐥𝐨𝐧𝐠 𝐥𝐞𝐚𝐫𝐧𝐢𝐧𝐠) სტანდარტების შესაბამისად იყო შემუშავებული. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეების მიერ შეძენილი ახალი უნარები და ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კოლეჯების წარმომადგენლებს საერთაშორისო გრანტების მოზიდვასა და კონკურენტუნარიანი პროექტების შექმნაში. ტრენინგს ესწრებოდნენ შპს ინტერბიზნესის აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტები თეონა ცალუღელაშვილი და ანნა გორგოძე.
 
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;