რევტორიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა!
სიახლეები
18 ივლისი, 2025
17 ივლისს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს ინტერბიზნესის აკადემიას სრული შესაბამისობით, 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი და უფლებამოსილება, განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. აკადემიის ყველა რგოლის შეთანხმებული, თავდაუზოგავი შრომით, მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და დაკისრებული საქმისადმი უდიდესი სიყვარულით, ჩვენ ეს შევძელით! ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და ვახორციელებით შვიდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. მათგან ერთს, "Front end დეველოპმენტი" მიმდინარე წლის საშემოდგომო მიღებაზე, პირველად განვახორციელებთ.