კოლეგიალური ვიზიტი ზუგდიდში
სიახლეები
15 ოქტომბერი, 2025
09–11 ოქტომბერს ზუგდიდში ჩატარდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებული მეორე კოლეგიალური ვიზიტი, რომელიც ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარების პოლიტიკას მიეძღვნა. ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს სკკა-ს წევრი 18 კოლეჯის, მათ შორის შპს ინტერბიზნესის აკადემიის წარმომადგენლებმა. კოლეგიალური ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო კოლეჯებისათვის, რადგან ის წარმოადგენდა შესაძლებლობას გაეზიარებინა და ასევე მიეღო გამოცდილება სხვა კოლეჯებისაგან.