logo logo

ძებნა

სამუშაო შეხვედრა დისტანციური სწავლების რეკომენდაციების შემუშავებასთან დაკავშირებით
სიახლეები
22 დეკემბერი, 2025
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით შპს ინტერბიზნესის აკადემიაში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო დისტანციური სწავლების შესახებ მოქმედი რეგულაციის ცვლილებების განხილვასა და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტის წევრები. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა გააანალიზეს რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები, გამოწვევები და დისტანციური სწავლების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები, რის შედეგადაც შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს დისტანციური სწავლების ხარისხიანი, პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი დანერგვის მხარდაჭერას კერძო პროფესიულ კოლეჯებში. შეხვედრის შედეგად მიღებული რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში გახდება საინფორმაციო შეხვედრის თემა. საგანმანათლებლო სერვისების კომიტეტი ასოციაციის წევრ კოლეჯებთან გამართავს სპეციალურ სესიას, სადაც დეტალურად განიხილება როგორც რეგულაციის მოთხოვნები, ასევე რეკომენდაციების პრაქტიკული გამოყენება. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ იგი მნიშვნელოვან და სისტემურ ძალისხმევას დებს კერძო კოლეჯებში პროფესიული განათლების ხარისხის შენარჩუნებისა და მისი უწყვეტი გაუმჯობესებისათვის, რაც ასოციაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;