სტუდენტთა XIII კონფერენცია
სიახლეები
18 მაისი, 2026
14 მაისს, ინტერბიზნესის აკადემიაში ტრადიციული, სტუდენტთა რიგით XIII კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო თემაზე, გააზიარეს საკუთარი ხედვები და პროფესიული ინტერესები. კონფერენცია იყო საინტერესო დისკუსიებისა და გამოცდილების გაზიარების სივრცე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სტუდენტური აქტივობების მნიშვნელობას პროფესიულ განვითარებაში. დასასრულს, კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების ავტორებს სერთიფიკატები გაეცათ.