სტუმრის დღე
სიახლეები
10 ივნისი, 2026
დღეს აკადემიაში ჩატარდა სტუმრის დღე. სტუდენტებს თოდუას კლინიკის წარმომადგენლები ელენე ბერაია — ტალანტების მოძიებისა და შერჩევის სპეციალისტი და მადონა ხუციშვილი — ადამიანური რესურსების მენეჯერი, შეხვდნენ . შეხვედრა კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმრებისგან მიიღეს ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობების, მიმდინარე ვაკანსიებისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრები ასეთ ფორმატში კიდევ უფრო აძლიერებს აკადემიასა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობას და სტუდენტებს რეალურ კარიერულ შესაძლებლობებთან აკავშირებს.