„საექთნო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებულმა სტუდენტმა ლევან ჭითანავამ, როგორც აკადემიის სტუდენტთა XIII სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულმა, მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენციაში — „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“, რომელიც მიმდინარე წლის 3 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. ლევანმა კონფერენციაზე წარადგინა თემა „მომავლის ექთანი – საერთაშორისო პრაქტიკა და განათლება“, სადაც ისაუბრა თანამედროვე საექთნო პროფესიის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე, ექთნის პროფესიულ ავტონომიაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემაში ექთნის გადამწყვეტ როლზე. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ინტერბიზნესის აკადემიის სტუდენტები აქტიურად ერთვებიან პროფესიულ და აკადემიურ დისკუსიებში, ღირსეულად წარმოადგენენ აკადემიას და საკუთარი პროფესიული ცოდნით მიშვნელოვანი წვლილი. შეაქვთ პროფესიული განათლების განვითარებაში.