logo logo

ძებნა

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში - ახალი თანამშრომლობის პერსპექტივა
სიახლეები
12 აგვისტო, 2026
ინტერბიზნესის აკადემიას სტუმრად ეწვია არიელის უნივერსიტეტის (ისრაელი) მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი რომან იავიჩი, რომელმაც აკადემიის წარმომადგენლებს წარუდგინა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ავტომატიზებული საგამოცდო სისტემა.
პრეზენტაციისა და შემდგომი განხილვის შედეგად, დაიგეგმა თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ინტერბიზნესის აკადემია განიხილავს აღნიშნული სისტემის საპილოტე რეჟიმში გამოცდის შესაძლებლობას. საპილოტე პროექტის მიზანი იქნება სისტემის რეალურ საგანმანათლებლო გარემოში შეფასება - მისი ფუნქციონალის, სანდოობის, მომხმარებლის გამოცდილების, საგამოცდო პროცესებთან შესაბამისობისა და აკადემიის არსებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაციის შესაძლებლობის შესწავლა. წარმატებული საპილოტე ეტაპის შემთხვევაში, მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის გაფართოებას, მათ შორის სისტემის ლიცენზირებისა და ინტერბიზნესის აკადემიაში დანერგვის შესაძლებლობას. ინტერბიზნესის აკადემიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაცია განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოყენება კი კიდევ ერთი ნაბიჯია უფრო თანამედროვე, ეფექტური და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნისკენ.
მოხარულები ვართ საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ახალი პერსპექტივით და ვიმედოვნებთ, რომ დაწყებული დიალოგი გრძელვადიან და წარმატებულ პარტნიორობაში გადაიზრდება
სხვა სიახლეები
მეტის ჩვენება
დასაქმების ფორუმი
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ბილტმორში 08 დეკემბერს 2017 წლის შემაჯამებელი რიგით მე–14 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ფორუმს დაესწრო 1200 სამუშაოს მაძიებელი. წლის შემაჯამებელ დასა...
11 დეკემბერი, 2017
კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება
2017 წლის 17 ნოემბერს, SBA - საქართველოს ბიზნესის აკადემიაში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული გ...
18 ნოემბერი, 2017
სტუდენტების საქველმოქმედო ინიციატივა
აკადემიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი სახელწოდებით "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი", რომელიც პროფესიული პროგრამების თითქმის ყველა სტუდენტს აერთიანებს და მისი საქმიანობა საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორ...
1 ნოემბერი, 2017
;