ინტერბიზნესის აკადემიამ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
სიახლეები
24 ნოემბერი, 2026
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, ინტერბიზნესის აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია - „პროფესიული განათლების ხარისხი: მასწავლებლის როლი“. კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის თანამედროვე როლსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს დაეთმო.კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის განათლების ფონდის (ETF), პროფესიული განათლების ევროპული ფორუმის (EfVET), ასევე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები და ექსპერტები. ინტერბიზნესის აკადემიისთვის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის განვითარებას საქართველოში. კონფერენციას ესწრებოდნენ ინტერბიზნესის აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, ქალბატონი ინგა მანაშერიძე, ასევე აკადემიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროფესიული მასწავლებლები. "ჩვენ ვაგრძელებთ პროფესიული განათლების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობას" განაცხადა ქ-ნმა ინგამ